მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ უარი თქვა აბრამოვიჩისთვის ევროკავშირის სანქციების მოხსნაზე

მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ, რომელსაც ლუქსემბურგში უდევს ბინა, უარი თქვა რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის გამოყვანაზე ევროკავშირის სანქციების სიიდან. სასამართლომ აბრამოვიჩს შეუნარჩუნა ევროკავშირში შესვლის აკრძალვა მიუხედავად იმისა, რომ მას პორტუგალიის მოქალაქეობა აქვს.
აბრამოვიჩი 2022 წლის მარტში მოხვდა სანქციების სიაში. ევროკავშირში მაშინ განაცხადეს, რომ ბიზნესმენს „დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობები აქვს [ს პრეზიდენტ] ვლადიმირ პუტინთან“, „ჰქონდა პრივილეგირებული წვდომა პრეზიდენტზე და მასთან ძალზე კარგი ურთიერთობები ჰქონდა“, რაც, თავის მხრივ, მას საშუალებას აძლევდა, შეენარჩუნებინა თავისი ქონება და შეღავათები მიეღო ს ხელისუფლებისგან.
გარდა ამისა, ჩინოვნიკებმა მიუთითეს რუსეთის ეკონომიკაში მეტალურგიული ჰოლდინგი Evraz-ის მნიშვნელოვან როლზე. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება მცდარი არ იყო კომპანიაში აბრამოვიჩის როლის გამო – ის მისი ყველაზე მსხვილი აქციონერია.
სასამართლომ აბრამოვიჩის უფლებების დარღვევად არ მიიჩნია ევროკავშირში შესვლის აკრძალვა, მიუხედავად მისი პორტუგალიური მოქალაქეობისა. გადაწყვეტილებიდან ჩანს, რომ ეს შეზღუდვა სასამართლომ პროპორციულად მიიჩნია.
აბრამოვიჩი ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ბიზნესმენია. Forbes-ი მისი ოჯახის ქონებას 9,2 მილიონ დოლარად აფასებს. ევროკავშირის გარდა აბრამოვიჩს სანქციები დაუწესეს დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ, შვეიცარიამ, ავსტრალიამ და მ. მაგრამ ის არ მოხვდა -ისა და იაპონიის სანქციების სიაში.
მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო ევროკავშირის უმაღლესი სასამართლო ინსტანციაა, მისი გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“