მართლმადიდებლური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და რაც უფრო მალე გადავა ქართული ეკლესია ამ კალენდარზე, მით უკეთესი იქნება – რომან გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ევროოპტიმისტების” თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, მართლმადიდებლური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, ამიტომ რაც უფრო მალე გადავა ქართული ეკლესია ამ კალენდარზე, მით უკეთესი იქნება.
მისი შეფასებით, შობის 7 იანვარს აღნიშვნა ს პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთი მექანიზმია.
“მართლმადიდებლური სამყარო შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. ამიტომ, რაც უფრო მალე გადავა ქართული ეკლესია ამ კალენდარზე, მით უკეთესი იქნება. 7 იანვარს აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებლური სამყაროსი არ აღნიშნავს. ეს არის რუსეთის პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთი მექანიზმი,” – აღნიშნა მ.
“ლელოს” წევრის, გროგოლ გეგელიას განცხადებით, სახელმწიფოების უმეტესობა აღარ აღნიშნავს შობას 7 იანვარს და აღნიშნავს 25 დეკემბერს, მათ შორისაა მართლმადიდებელი სახელმწიფოები.
“ეს არის არსებითად საეკლესიო საკითხი, ხოლო შემდგომ – საერო საკითხი. უმეტესი სახელმწიფო აღარ აღნიშნავს 7 იანვარს და აღნიშნავს 25 დეკემბერს, მათ შორის არის მართლმადიდებელი სახელმწიფოები. თერთმეტჯერ ყოფილა აღნიშნული სხვადასხვა დროს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ შობა 25 დეკემბერს აღნიშნული, ამიტომ ეს არ არის პრო ან ანტისაეკლესიო საკითხი, ეს არ არის საკითხის სწორად დაყენება ან რომელიმე იყოს ქართული, ან ნაკლებად ქართული”, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
“გირჩის” წევრის, ს განცხადებით, ის შობას, ტრადიციულად, 7 იანვარს აღნიშნავს და ამ თარიღისთვის “რუსული შობის” დაძახება, მისთვის წარმოუდგენელია.
“მე რაც დავიბადე და გავიზარდე, ამ ქვეყანაში შობა იყო 7 იანვარი, ამიტომ მე ვერ წარმომიდგენია, რომ მას დავუძახო რუსული შობა. მე ასე დავიბადე და გავიზარდე ამ ქვეყანაში, მიუხედავად იმ უცნაურობისა, რომ ჩვენ როდესაც ვუმღერივართ “25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო” კარგა ხნის ჩავლილია 25 დეკემბერი. ამ უცნაურობის მიუხედავად, მე, ისევე, როგორც ჩემი ოჯახის წევრები, ტრადიციულად, 7 იანვარს აღვნიშნავდი შობას”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ჩვენ კუთხეში მიგდებულები ვიყავით, გიორგი თარგამაძე გამოიყვანეს ქოლგით, ტანსაცმლის საკიდით [პიჯაკებით] და გაიყვანეს ჩვეულებრივად, ჩვენ პარლამენტის წევრები ტყვეებივით ვყავდით

ვიქტორ ჯაფარიძე „იმედში“ შეჭრაზე: მოვარდა ერთ-ერთი ჟურნალისტი და შეკითხვების დასმა დაგვიწყო, მეც ძალიან აღელვებული ვიყავი და ვერ შევიკავე თავი, ალბათ უცენზუროდაც ვილაპარაკე, რაზეც რომელიღაცა ნიღბიან პიროვნებას ჰქონდა რეაქცია – რომელი იყო, მაგის დედა და გადატენა ავტომატი და შემოყო სასწრაფოს მანქანაში

მტკივნეულად განვიცადეთ თითოეულის დაპატიმრება და კიდევ უფრო მტკივნეული იყო ქალების დაპატიმრება. ნელი ნავერიანი სვანებმა არ გაატანეს. ამიტომ, გამოიგზავნა ვერტმფრენი და აწიეს ჰაერში. ასე ვთქვათ, სვანეთს ქალი მოსტაცეს-ეს არის იმ ღირებულების ხელყოფა, რაზეც ქართველი კაცის ღირსება დგას