მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს

მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ბარბარობის დღესასწაულს.
„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კალენდრის მიხედვით, 17 დეკემბერს ბარბარობა აღინიშნება. დიდმოწამე ბარბარე, იმპერატორ მაქსიმიანეს (305-311) დროს ეწამა ქრისტესთვის. წმიდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით, წმ. ბარბარე სასტიკად აწამეს, რის შემდეგაც საკუთარმა მამამ, დიოსკორემ, თავი მოკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაწვა.
ბარბარეს წმინდა ნაწილებზე მრავალ ქვეყანაში აიგო ტაძარი, სადაც ხალხი წმინდანს ინფექციური დაავადებებისაგან, შავი ჭირისაგან განკურნებას, უეცარი სიკვდილისაგან, მეხისა და ცეცხლისაგან თავის დაცვას სთხოვდა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს დღესასწაულს, სიხარულსა და კეთილდღეობას უსურვებს მათ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – მიმდინარე წლის სექტემბერში „ქართულ ოცნებას“ 124-მა პირმა 4.1 მილიონი ლარი შესწირა – შემომწირველებში ჭარბობდნენ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები

ალექსანდრე დარახველიძე დაკავებულ ჟურნალისტზე – დაწესებულებაში შესახლებისას შემოწმება მოიცავს გაშიშვლებას, რომ თუ სხეულზე დაზიანება არსებობს, აღიწეროს – რაც შეეხება დაკავებას, ადგილი ჰქონდა პოლიციის დაუმორჩილებლობას

ირაკლი ქადაგიშვილი – სამშვიდობო გეგმა შედგენილია ფრონტზე არსებული მდგომარეობით, იმ მხარეს, რომელიც იმარჯვებს, გაცილებით მეტი პირობები აქვს ულტიმატუმის წაყენებისათვის – უკრაინისთვის არჩევანი არის ცუდსა და უარესს შორის