,, მართლა კლინიკური გონებაჩლუნგი თუ არა ხარ ადამიანი, ამის მიხვედრას არაფერი არ უნდა” – დავით ზურაბიშვილი

ყოფილი პარლამენტარი, დავით ზურაბიშვილი:
,,საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა გვჭრდებაო, ოცნებამ.
წამით თავი დავანებოთ იმას, თუ რატომ შეიძლება დაჭირდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას კონსტიტუციის ცვლილება და წმინდა თეორიულად დავუშვათ, რომ მართლა დაჭირდა. როგორ წარმოუდგენია ქოცს ან ქოცთან გათანაბრებულს: თუ ს და სამხრეთ ოსეთის ავტონომიების ქართული სახელმწიფოს იურისდიქციაში შემოსვლა ყველა მხრივ გადაწყვეტილია და ამას ჭირდება მხოლოდ 113 ხმა პარლამენტში, ამის წინააღმდეგ წავა ვინმე ოპოზიციიდან?
არ დამიწყოთ ახლა “ნაცები ყველაფერს იკადრებენ” და მსგავსი იდიოტობები. პრინციპულად შეუძლებელია ქვეყანაში დადგეს ისეთი მოცემულობა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩაიშალოს 113 ხმის უქონლობის გამო. “ფიზიკურად” შეუძლებელია ასეთი ვითარება დადგეს. მართლა კლინიკური გონებაჩლუნგი თუ არა ხარ ადამიანი, ამის მიხვედრას არაფერი არ უნდა.
ხოლო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას თუ აპირებთ იმ იმედით, რომ მერე ძია პუტინი გაგაერთიანებთ, ბარემ ასეც თქვით და რა პასუხსაც მიიღებთ ხალხისგან, იმასაც ნახავთ”