მართლაც სჭირდება თუ არა -ს გრენლანდია “ოქროს გუმბათის“ ასაშენებლად? – ტრამპის დაჟინება, ამერიკელების სკეპტიციზმი და ექსპერტების შეფასება

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა მის მიერ და­გეგ­მი­ლი სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის ფა­რის (“ოქ­როს გუმ­ბა­თის“) შექ­მნის პრო­ექ­ტში გრენ­ლან­დი­ის ფლო­ბა “სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან“ ფაქ­ტო­რად შე­ა­ფა­სა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს და­ნი­უ­რი ტე­რი­ტო­რია -ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს.

მა­ნამ­დე აშშ-ის პრე­ზი­დენტს არა­ერ­თხელ უთ­ქვამს, რომ ნა­ხევ­რად ავ­ტო­ნო­მი­ურ და­ნი­ურ ტე­რი­ტო­რი­ას “ერთი ან მე­ო­რე გზით“ შე­ი­ძენ­და, რა­მაც კო­პე­ნ­ჰა­გენ­სა და ზო­გა­დად ევ­რო­პა­ში შეშ­ფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია.

ოთხშა­ბათს, რო­დე­საც და­ნი­ი­სა და გრენ­ლან­დი­ის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ვა­შინგტონ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე ჩა­ვიდ­ნენ, ტრამ­პა Truth Social-ზე შემ­დე­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

  • “შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს გრენ­ლან­დია ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნე­ბის­თვის სჭირ­დე­ბა, ეს კუნ­ძუ­ლი სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ “ოქ­როს გუმ­ბა­თის­თვის”, რო­მელ­საც ვა­შე­ნებთ“

აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტმა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი გა­ფარ­თო­ე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბი კონ­კრე­ტულ თავ­დაც­ვით პრო­ექტს და­უ­კავ­ში­რა. თუმ­ცა ანა­ლი­ტი­კო­სებს ეჭვი ეპა­რე­ბათ, და­ი­ნა­ხავს თუ არა ეს სა­რა­კე­ტო თავ­დაც­ვის სის­ტე­მა ოდეს­მე დღის სი­ნათ­ლეს.

ის­რა­ე­ლის “რკი­ნის გუმ­ბა­თით“ შთა­გო­ნე­ბუ­ლი “ოქ­როს გუმ­ბა­თის”პრო­ექ­ტი ტრამპმა პირ­ვე­ლად 2025 წლის მა­ის­ში წა­რად­გი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ 175 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სამ წე­ლი­წად­ში უნდა აშენ­დეს.

“გა­ვი­და თვე­ე­ბი და “ოქ­როს გუმ­ბა­თი“ ისევ და­გეგ­მვის ეტაპ­ზეა, მის შე­საქ­მნე­ლად არ­ცერთ სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რას ჯერ არა­ნა­ი­რი კონ­ტრაქ­ტი არ გა­უ­ფორ­მე­ბია“, – აცხა­დებს ლა­ი­დე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ნი­დერ­ლან­დე­ბი) აშშ-ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის ექ­სპერ­ტი, ის­ტო­რი­კო­სი ენ­დრიუ გო­თორ­პი.

  • “გუმ­ბათს“ შექ­მნის გეგ­მას, ხში­რად ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, რო­ნალდ რე­ი­გა­ნის, იმ მრა­ვალ­ჯერ გაკ­რი­ტი­კე­ბულ “ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბის“ პროგ­რა­მას ადა­რე­ბენ, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოდ შე­წყდა.

“მისი მთა­ვარ ელე­მენტს ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც კოს­მოს­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­გზავ­რე­ბის მა­სივ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. აშშ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ვე­ბუ­ლი რა­კე­ტე­ბის ჩა­მო­საგ­დე­ბად გან­კუთ­ვნილ “გზა­გა­დამ­ჭრე­ლე­ბიც“ ასე­ვე კოს­მო­სი­დან უნდა გა­ეშ­ვას და “გუმ­ბა­თის“ ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე იქ­ნე­ბა გან­ლა­გე­ბუ­ლი. რა­ტომ ჰგო­ნია ტრამპს, რომ ამ თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მის ასა­შე­ნებ­ლად გრენ­ლან­დია სჭირ­დე­ბა? გა­უ­გე­ბა­რია”, – აცხა­დებს ექ­სპერ­ტი.

გო­თორ­პის თქმით, სა­რა­კე­ტო ფარს მა­ინც დას­ჭირ­დე­ბა მი­წის­ზე­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, თუმ­ცა “სა­კა­მა­თოა, არის თუ არა გრენ­ლან­დია ამის­თვის ნამ­დვი­ლად კარ­გი ად­გი­ლი“.

ამას­თა­ნა­ვე, პენ­ტა­გონს უკვე აქვს მო­ნიშ­ნუ­ლი შე­საძ­ლო ად­გი­ლე­ბი “ოქ­როს გუმ­ბა­თის“ მი­წის­ზე­და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის­თვის და სი­ა­ში გრენ­ლან­დია სუ­ლაც არ ფი­გუ­რი­რებს.

  • აშშ-ის ომის დე­პარ­ტა­მენ­ტმა უკვე გა­მო­ყო 25 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი ჩრდი­ლო­ეთ ნიუ-იორკში, კა­ნა­დის სა­ზღვარ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ფორტ დრა­მის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე “გზა­გა­დამ­ჭრე­ლე­ბის” ბა­ზის შე­საქ­მნე­ლად.

“გრენ­ლან­დი­ას, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ჩრდი­ლო­ე­თით და რუ­სეთ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს, ფორტ დრამ­თან შე­და­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს, ის უფრო ადრე აღ­მო­ა­ჩენს რა­კე­ტებს იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ი­დან იქ­ნე­ბა გაშ­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა აშშ-ს არ სჭირ­დე­ბა ტე­ხას­ზე სამ­ჯერ დიდი ტე­რი­ტო­რი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა, რათა იქ “ოქ­როს გუმ­ბა­თის“ ნა­წი­ლი გა­ნა­თავ­სოს”, – ამ­ბობს მე­თიუ პა­უ­ე­ლი, პორ­ტსმუ­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სპე­ცი­ა­ლის­ტი.

“გარ­და ამი­სა გრენ­ლან­დი­ა­ზე უკვე მდე­ბა­რე­ობს აშშ-ს კოს­მო­სუ­რი ბაზა, სა­ხელ­წო­დე­ბით “პი­ტუ­ფი­კი“, სა­დაც აშშ-ის გლო­ბა­ლუ­რი სა­რა­კე­ტო გაფრ­თხი­ლე­ბის სენ­სო­რე­ბის ქსე­ლის დიდი ნა­წი­ლია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

შტა­ტებ­სა და და­ნი­ას შო­რის, 1951 წლის და­დე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბა ვა­შინგტონს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­ზარ­დოს თა­ვი­სი პერ­სო­ნა­ლის რა­ო­დე­ნო­ბა და გა­ნა­ვი­თა­როს თა­ვი­სი სამ­ხედ­რო ბაზა ისე რო­გორც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის,“ – აცხა­დებს გო­თორ­პი.

“ამე­რი­კე­ლე­ბი ყო­ველ­თვის მგრძნო­ბი­ა­რე­ნი იყ­ვნენ ახა­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­კი­თხში. შე­საძ­ლოა, მათ ეში­ნი­ათ, რომ და­ნი­ე­ლებ­თან გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა მო­უ­წევთ”, – აღ­ნიშ­ნავს ენ­დრიუ გო­თორ­პი.

“ოქ­როს გუმ­ბა­თის“ არ­გუ­მენ­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის მცდე­ლო­ბა, შე­საძ­ლოა ასე­ვე მი­უ­თი­თებ­დეს ტრამ­პის მცდე­ლო­ბა­ზე, და­არ­წმუ­ნოს სკეპ­ტი­კუ­რად გან­წყო­ბი­ლი ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გრენ­ლან­დი­ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­ში, რად­გან ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, გრენ­ლან­დი­ის იშ­ვი­ა­თი მი­წის ელე­მენ­ტე­ბის მი­მართ მის­მა ინ­ტე­რეს­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მხარ­და­ჭე­რა მო­ი­პო­ვოს.

Reuters/Ipsos-ის 15 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის მი­ხედ­ვით, ამე­რი­კელ­თა მხო­ლოდ 17% უჭერს პრე­ზი­დენ­ტის ამ­ბი­ცი­ას და­ნი­უ­რი ტე­რი­ტო­რი­ის მი­ერ­თე­ბის შე­სა­ხებ.

წყა­რო