მართლაც რომ უბედურებასთან გვაქვს საქმე – ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე

მართლაც რომ უბედურებასთან გვაქვს საქმე. რომ არა და მისი პატივისცემით დარაზმული ქვეყნის მოსახლეობა, ეღირსებოდა ეს ქალი პრეზიდენტობას? – ასე ეხმიანება ნინო ფოჩხუა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სალომე ზურაბიშვილზე გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.
კერძოდ, ღარიბაშვილმა ზურაბიშვილის შესახებ განაცხადა: “საქმე გვაქვს უბედურებასთან – ადამიანს, რომელსაც ოცნებაც კი არ შეეძლო, რომ პრეზიდენტი გახდებოდა, ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა მოკიდა ხელი და დასვა პრეზიდენტად, ახლა ვხედავთ როგორაა ჩართული დესტრუქციული ძალის ფერხულში”.
ფოჩხუას შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა აღარ იცის, როგორ ავნოს საკუთარ ამომრჩეველს და მის გაპრეზიდენტებაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებს, რისი ნათელი მაგალითიც მის მიერ ბაია პატარაიას დაჯილდოებაა.
“მართლაც რომ უბედურებასთან გვაქვს საქმე. რომ არა და მისი პატივისცემით დარაზმული ქვეყნის მოსახლეობა, ეღირსებოდა ეს ქალი პრეზიდენტობას?
ამ ქალზე უარესი სახელმწიფო მოხელე ჩვენს ქვეყანას არ ჰყოლია. მე არ ვიცი კიდევ რა აქვს გეგმაში, მაგრამ ასანთი რომ უჭირავს ხელში კი ვიცი. იმდენად პატარა და ბოღმა ადამიანია, რომ როგორ ავნოს საკუთარ ამომრჩეველს და მის გაპრეზიდენტებაში მონაწილე ხელისუფლების წარმომადგენლებს, აღარ იცის. აბა მისი ბოლო გადაწყვეტილება, ბაია პატარაიას დაჯილდოება რა იყო? მე არ ვიცი კიდევ რა აქვს გეგმაში ამ ქალს, მაგრამ ასანთი რომ უჭირავს ხელში კი ვიცი. ასეთი მოღალატე ადამიანები კი როგორ ამთავრებენ, ყველამ იცის.” – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს. მაშ რა მიზანი აქვს ტრამპის რიტორიკას ნატოს წინააღმდეგ? – მთელი ეს სპექტაკლი, სწორედ ვიქტორ ორბანის პოლიტიკური გუნდის დანგრევას და არჩევნებში მის გარდაუვალ მარცხს უკავშირდება

ზაზა შათირიშვილი: ვიქტორ ორბანი „დიპ სტეიტმა“ საკმაოდ რთულ ვითარებაში ჩააგდო – ის რაც ორბანისათვის პოლიტიკური ქულების მომტანი უნდა ყოფილიყო, ანუ აშშ-ის მხარდაჭერა, არჩევნების წინ ყველაზე დიდ თავის ტკივილად გადაიქცა

ზაზა შათირიშვილი: უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები ბევრ რამეს წყვეტს როგორც უნგრელებისთვის, ასევე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახლა სწორედ ამ არჩევნებზე გადის დაპირისპირების მთავარი ფრონტის ხაზი „დიპ სტეიტსა“ და ეროვნულ, სუვერენულ პოლიტიკურ ძალებს შორის

ზაზა შათირიშვილი: „ნატო“ არათუ დაიშლება, არამედ როგორც იცით, რამდენიმე თვის წინ, სწორედ ტრამპის ხელით ალიანსის წევრ ქვეყნებს ხარჯები კიდევ უფრო გააზრდევინეს – ამ ფონზე, ცხადია აბსოლუტური ბლეფია ტრამპის მუქარა, რომ შესაძლოა აშშ-მა ნატო დატოვოს