,,მართე შენი ქალაქის“ მონაწილე ახალგაზრდებიდან მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა – ნინო ლაცაბიძე

რუსთავის მერიამ სტუდენტური პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი” ახალი ეტაპი დაიწყო.
ახალგაზრდების დასაქმებისა და მუნიციპალიტეტის მუშაობაში მათი ჩართვის მიზნით, რუსთავის მერის ინიციატივით, პროექტი უკვე მეოთხე წელია, რაც ხორციელდება.
,,მართე შენი ქალაქის“ მერვე ეტაპის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები არიან, დღეს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა. ქალაქის მერმა ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში განხორციელებული, მიმდინარე რეფორმები და პროექტები გააცნო, ასევე მათთვის საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
,,რუსთავის მერიაში ახალგაზრდებისთვის დღეს დავიწყეთ პროექტის – ,,მართე შენი ქალაქი“ მერვე ეტაპი, რომელიც ახალგაზრდებისთვის გამოცდილების გაზიარებას, ასევე მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებიდან, მერიის სხვადასხვა სამსახურებში უკვე 30 დასაქმდა“, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტის მერვე ეტაპის მონაწილე 35 სტუდენტი, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის სპეციფიკას და რუსთავის მერიაში გატარებული რეფორმების შედეგად დანერგილ ახალ სერვისებს, ერთი თვის განმავლობაში გაეცნობა.
სტუდენტური სტაჟირების პროგრამაში ჩართვა ონლაინ რეგისტრაციით არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე