“მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“ – როგორ შეიქმნა და განვითარდა საქართველოს ბანკის აპლიკაცია ბიზნესებისთვის

ბიზნესის სწორად მართვას განსაკუთრებული ყურადღება, დრო და რესურსები სჭირდება. თანამედროვე სამყაროში კი ტექნოლოგიები ამ ყველაფრის დაზოგვის, შესაბამისად – ბიზნესის ეფექტიანად მართვის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ, ბიზნესებისთვის ავითარებს აპლიკაციას – ბიზნეს მობილბანკს, რომელიც უკვე იქცა 80 ათასზე მეტი მომხმარებლისთვის ბიზნესის და ფინანსების მართვის გამორჩეულ პლატფორმად. ბლოგში გიამბობთ, როგორი ტრანსფორმაცია განიცადა აპლიკაციამ, რომელიც წელს SME Business Agency-იმ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს მობილბანკად აღიარა.
„მართე ბიზნესი ბიზნეს მობილბანკით“
2021 წელს, დიჯიტალიზაციის მზარდ ტენდენციებზე საპასუხოდ, საქართველოს ბანკმა ბიზნესებს გამორჩეული ტექნოლოგიური ინსტრუმენტი შესთავაზა. აპლიკაცია ფინანსების მართვის გამარტივების მისიით შეიქმნა და კომპანიებს საბანკო პროდუქტებითა და სერვისებით დისტანციურად სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. შექმნიდან 1 წელიწადში კი საქართველოს ბანკმა მომხმარებლებს სრულიად განახლებული ბიზნეს მობილბანკი წარუდგინა.
სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებლების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა და არაერთ სიახლეს სთავაზობდა ბაზარს. მათ შორის იყო ანგარიშების მართვის ფუნქციონალი, დოკუმენტების დადასტურების შესაძლებლობა, შეღავათიანი პირობები ვალუტის კურსის კონვერტაციაზე და სხვა.
განახლებული ბიზნეს მობილბანკი დიზაინის კუთხითაც გამოირჩეოდა – პარამეტრების მორგების ფუნქციონალით შესაძლებელი გახდა პირადი მონაცემების შეცვლა, დიზაინის სასურველი რეჟიმის შერჩევა და ავტორიზაციის პროცესის კომფორტულად გავლა.
აპლიკაციის განვითარება მომდევნო წლებში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდა და მან ბიზნესისთვის საჭირო არაერთი ფუნქციონალი შეიძინა.
ფუნქციონალები
4 წლის განმავლობაში საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ყოვლისმომცველ ფინანსურ აპლიკაციად გარდაიქმნა და ბიზნესებს, ტრადიციული საბანკო სერვისების მიღმა, არაერთი სასარგებლო სერვისი შესთავაზა. დღეს ბიზნეს მობილბანკით შესაძლებელია: