სამხრეთ აფრიკა ბიატლში, ტრიატლსა და ლაზერულ სირბილში მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს.
მსოფლიოს პირველობაზე – 15 წლამდე სპორტსმენებს შორის შერეულ ესტაფეტაზე, მართა ჭაფოძემ და ვახტანგ კანკიამ მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
დღეს ქართველი სპორტსმენები ბიატლში ინდივიდუალურ ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.



