“მართალია, ჩემპიონი ვარ, მაგრამ ამ მიზეზების გამო თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ”

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რაც მის ცხოვრებაში საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ მოხდა.
დვალიშვილის თქმით, მიუხედავად წარმატებისა, მისი ცხოვრება მარტივი არ არის.
“ჩემპიონობის შემდეგ, თავს კომფორტულად ნამდვილად ვერ ვგრძნობ. UFC-ში ჩატარებული ყველა ბრძოლა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. არ აქვს მნიშვნელობა საჩემპიონო ქამრისთვის ვიბრძვი თუ არა. ყოველთვის ერთი და იგივე მიზანი და მოტივაცია მაქვს.
ახლა კიდევ უფრო მოტივირებული ვარ. ჩემპიონობას თან პოპულარობა ახლავს. არის ფაქტორები, რომლებიც ყურადღებას გიფანტავს. გარდა ამისა, მყავს ოჯახი, მეგობრები, მწვრთნელები, მეზობლები… დრო ყველასთვის უნდა გამონახო და ეს ადვილი ნამდვილად არ არის”, – განაცხადა დვალიშვილმა MMA Junkie-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს კორი სენდჰეგენის წინააღმდეგ დაიცავს.
[VIDEO] ყველა გალაკტიონი ვერ იქნება – კარაგერმა კვარაცხელიას პირდაპირ ეთერში ლექსი მიუძღვნა
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
[VIDEO] “კვარა” “ატალანტასთან” მატჩის MVP გახდა – ქართველს პრიზი გადასცეს
[VIDEO] დვალიშვილი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ტრამპს გაესაუბრა – -ის პრეზიდენტი ქართველის ბრძოლას დაესწრო
[VIDEO] საქართველოს გაუმარჯოს! ამერიკას გაუმარჯოს! – რას სკანდირებდა და ამბობდა დვალიშვილი ტრამპის თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ
“ყველაზე მეტად ამის მეშინია” – მერაბ დვალიშვილის ინტერვიუ
“ილიასთან სპარინგი მქონდა და ეს მოხდა” – დვალიშვილმა თოფურიასთან ვარჯიშზე ისაუბრა
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს 5 ოქტომბერს დაიცავს
[VIDEO] მერაბ დვალიშვილმა შონ ომალი გაანადგურა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა!