მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!

მართალია „ოცნების“ ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა, მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში!
ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, პირადად მისთვის არის მნიშვნელოვანი. ზერეკიძე მადლობას უხდის ხელისუფლების წარმომადგენლებს აღდგენილი სამართლიანობისთვის.
„სააკაშვილის ციხეში გადაყვანა პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია! მართალია ოცნების ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა ეგ მანიაკი მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში! მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აღდგენილი სამართლიანობისთვის!“- წერს ზერეკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას