მარგუს ცაჰკნა – შთამაგონებელი სურათებია საქართველოდან, პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია, ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა თბილისსა და რეგიონებში გამართულ „ერთობის ჯაჭვის“ აქციას ეხმაურება.
მისი შეფასებით, საქართველოდან დღეს შთამაგონებელი სურათებია.
„შთამაგონებელი სურათებია დღეს საქართველოდან.
ესტონელებმა ყველაფერი იციან ერთობლივი მიზნისთვის ხელების ჩაკიდების ძალაზე. პროტესტების დაწყებიდან ერთი თვე გავიდა და ცხადია – ქართველები აგრძელებენ დემოკრატიული და ევროპული მომავლის მოთხოვნას“, – წერს ცაჰკნა X-ის საკუთარ გვერდზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს-პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი – უწმინდესი თითქოს გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას, გაერთიანებას, კათოლიკოს-პატრიარქმა ახალი სიცოცხლე შთაბერა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას