უკრაინა 30-დღიან ან მეტხნიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, ეს პუტინის პასუხია, – ასე ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა რუსული ძალების მიერ უკრაინაზე წუხელ განხორციელებულ თავდასხმას.
„კიდევ ერთხელ, ვერ ვხედავ რაიმე გონივრულ ახსნას, თუ რატომ უნდა დადგეს ვინმე მის გვერდით „წითელ მოედანზე“ ნაცისტების დამარცხების 80-ე წლისთავის აღსანიშნავად. ისინი არ არიან განმათავისუფლებლები; ისინი ომის დამნაშავეები არიან“, – წერს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, რუსებმა უკრაინას 4 ბალისტიკური რაკეტითა და 142 დრონით შეუტიეს. ბოლო ინფორმაციით, 2 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
