მარგუს ცაჰკნა – საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება

საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება , – ასე ეხმაურება ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა გაერთიანებული სამეფოს მიერ ვახტანგ გომელაურისა და სხვა ძალოვნების დასანქცირებას.
“საქართველოს ოფიციალური პირების მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები შეუმჩნეველი არ რჩება” – წერს ცაჰკნა.
ცნობისთვის, 19 დეკემბერს გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაში“. დასანქცირებულებს შორის არიან: ვახტანგ გომელაური (შინაგან საქმეთა მინისტრი), ალექსანდრე დარახველიძე (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე), სულხან თამაზაშვილი (თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი), ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი) და მილერი ლაგაზაური (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე).

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი მაშინ იყო 3000-დან 4000 ლარამდე, ამ ფულით ვერც ტრამპს გავუმასპინძლდებოდი, ვერც ჰილარი კლინტონს – ეს ყველაფერი იყო საპრეზიდენტო ოფისის ხარჯები

შალვა პაპუაშვილი – ადრე რაც USAID-ის, NED-ის და მსგავსი ორგანიზაციების ხელით კეთდებოდა, ახლა უკვე გადანაწილებულია ან ბრიუსელიდან პირდაპირ დაფინანსებული ორგანიზაციებით ან ევროკავშირის სხვადასხვა დედაქალაქზე