მარგუს ცაჰკნა – საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ

საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება საქართველოს, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია
და ერთი-ერთი რამ, რაც ესტონეთმაც შესთავაზა არის ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყება. მე არ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხვალ გავაუქმებთ, მაგრამ საჭიროა დავიწყოთ ეს პროცესი იმისთვის, რომ ძალიან პირდაპირი და მკაფიო გზავნილი გავაგზავნოთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს ხელმძღვანელობს, საკუთარ ხალხს ატყუებს და მათ უნდა შეცვალონ კურსი“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.
კითხვაზე, რა რეალურ ნაბიჯებს უნდა ელოდოს ევროკავშირისგან ქართველი ხალხი, რომელიც 60 დღეა ქუჩაში დგას, მინისტრმა უპასუხა:
„ჩვენ არ გვჯერა იმის, რასაც საქართველოს ხელისუფლება გვეუბნება, არამედ ჩვენ მოწმე ვართ იმის, თუ რა ხდება რეალურად. იმედი მაქვს, გამოვნახავთ გზას, მეტი გადაწყვეტილებების მისაღებად საქართველოსთან დაკავშირებით“.

ასევე დაგაინტერესებთ

““მეამა”-ს შეცვლილი პოზიცია და ტყუილი, თითქოს, დასანქცირებულ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვაზე ვეკითხებოდით, არის ნათელი დადასტურება, როგორ ახდენს ზეწოლას „ოცნება“ ბიზნესზე!” (აუდიოჩანაწერი)

ვახტანგ ძაბირაძე: თუ ირანში პროცესები დროში გაიწელა, საქართველოს პრობლემა იქნება ლტოლვილთა დიდი ნაკადი – სხვა პრობლემაა, რა იქნება ომის დასრულების შემდეგ – საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგას დემოკრატიული სამყარო