მარგუს ცაჰკნა საქართველოზე – მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი

მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი – ეს საკითხი მაგიდაზეა, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე საქართველოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ესტონეთმა ათობით სხვადასხვა პირს დაუწესა პერსონალური სანქციები, ეროვნული სანქციები, ასევე ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს. ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი“, – აღნიშნა ცაჰკნამ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ეს საკითხი მაგიდაზე იყოს, უპასუხა.
„დიახ, ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ ვაჩვენოთ და ვუთხრათ რეჟიმს, ქცევა შეცვალოს“, – აღნიშნა ცაჰკნამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

არმაზ ახვლედიანი მზია ამაღლობელის საქმეზე – შეუძლებელია, რომ უგუნური, მოღალატე ადამიანებისგან სასიკეთო მოლოდინი გვქონდეს – ნინო სახელაშვილი არ არის ღირსი, რომ მოსამართლის წოდება ჰქონდეს, ისევე როგორც მისი უამრავი კოლეგა