მარგუს ცაჰკნა – სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „ქართული ოცნება“ როგორ უთხრის ძირს დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვი, რომ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „ქართული ოცნება“ როგორ უთხრის ძირს დემოკრატიას და არღვევს ადამიანის უფლებებს საქართველოში, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა საქართველოს მე-5 პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ წერს.
„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა დღეს ტალინში სალომე ზურაბიშვილთან. ხაზი გავუსვი, რომ მზარდი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს „ქართული ოცნება“ როგორ უთხრის ძირს დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს არღვევს საქართველოში. აქტიურად უჭერს მხარს დემოკრატიულ ძალებს საქართველოში და აგრძელებს თქვენს გვერდში დგომას“, – წერს ცაჰკნა.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!