მარგუს ცაჰკნა – მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია აგრესორის დაშოშმინებით – ჭეშმარიტი მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა

მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია აგრესორის დაშოშმინებით სხვა ერების თავისუფლების ხარჯზე. ჭეშმარიტი მშვიდობა ძლიერებით მიიღწევა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, წარმატებისთვის საჭიროა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური რესურსების შეწყვეტა.
“წარმატებისკენ მიმავალი გზა ნათელია: უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და რუსეთისთვის ეკონომიკური რესურსების შეწყვეტა, რომლებიც ამ ომს კვებავს”, – აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახუშტი მენაბდე – უნგრეთის არჩევნების შედეგები კარგი მაგალითია, როგორ გაება თავისსავე მახეში რეჟიმი – ორბანმა საარჩევნო სისტემა ძალაუფლების სტაბილურობის შესანარჩუნებლად შეიმუშავა და ადგებოდა კიდეც 15 წელი, მაგრამ საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდა