ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს , – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
„ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე სერიოზულ დარღვევებს ადასტურებს. ხელისუფლებამ გაცემული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა დადგეს. ასევე, ხაზს ვუსვამ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველი განცხადებები მიუღებელია“, – წერს მარგუს ცაჰკნა.