მარგუს ცაჰკნა – ესტონეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილე 261 რუს მებრძოლს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა – ესტონეთსა და შენგენის ზონაში მათი ადგილი არ არის

ესტონეთმა 261 რუს მებრძოლს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში მონაწილეობდნენ, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა და ეს მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს, იგივე გააკეთონ.
„აგრესორი სახელმწიფოს ასობით ათასი მებრძოლი მონაწილეობს ამ სასტიკ ომში, სჩადიოდა სისასტიკეს და ავრცელებენ ძალადობას. ესტონეთსა და შენგენის ზონაში მათი ადგილი არ არის. გავაგრძელებთ მუშაობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსი ყოფილი მებრძოლებისთვის კარი დახურული დარჩეს და სხვა ქვეყნებსაც მოვუწოდებთ იგივე გააკეთონ“, – აცხადებს ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.