მარგუს ცაჰკნა – ესტონეთმა უკრაინის ენერგოსისტემის მხარდასაჭერად 150 000 ევრო გამოყო

ს საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთმა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად 150 000 ევრო გამოყო.
„უკვე აცივდა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სასტიკ თავდასხმებს ახორციელებს, მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებს“, – აღნიშნა ს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მარგუს ცაჰკნას თქმით, მისმა ქვეყანამ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, საერთო ჯამში, დაახლოებით 700 000 ევრო გამოყო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტორემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ს ზამთრის დადგომამდე ელექტროენერგიითა და გათბობით უზრუნველყოფისთვის 150 მილიონი დოლარს გამოუყოფს. ამასთან, შვედეთმა ზამთრის მოახლოების ფონზე უკრაინის დასახმარებლად, მსოფლიო ბანკის მეშვეობით, 35 მილიონი ევრო გამოუყო. 24 ოქტომბერს კი გამოცხადდა, რომ გერმანია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში 60 მილიონ ევროს გადარიცხავს, რათა დაჩქარდეს გენერატორების, ენერგეტიკული აღჭურვილობისა და მობილური კომბინირებული თბოელექტროსადგურების მიწოდება.

ასევე დაგაინტერესებთ