მარგუს ცაჰკნა – ესტონეთმა ისლანდიასთან, დანიასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, შვედეთთან, ნორვეგიასთან, კანადასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ნიდერლანდებთან ერთად ელინა ვალტონენს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა

ესტონეთმა 9 სახელმწიფოსთან ერთად მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტონენს. ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
“ესტონეთმა ისლანდიასთან, სთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, შვედეთთან, ნორვეგიასთან, კანადასთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ნიდერლანდებთან ერთად მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესა და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენს.
ვაქებთ მის ჩართულობას ქართველ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან და ერთგულებას ეუთოს ვალდებულებებისადმი, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების უფლებებისადმი.
სრულიად ვუჭერთ მხარს სამხრეთ კავკასიაში მის მანდატს”, – წერს ცაჰკნა.