მარგუს ცაჰკნა – მყარად უდგას ქართველებს გვერდში – თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შეხსენებაა იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ

ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში მხარს უჭერს დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი თქვენს მისწრაფებებს , – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს ერთი წელი სრულდება საქართველოში მასობრივი პროტესტების დაწყებიდან. ათასობით მოქალაქე მამაცად დადგა თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული გზისთვის.
პატივს ვცემთ ყველა ქართველს, ვინც აგრძელებს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ცოცხლად ინარჩუნებს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს რწმენას.
თქვენი სიმყარე, ღირსება და ევროპული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულება ნამდვილად შთამაგონებლად რჩება – ძლიერი შემახსენებელი იმისა, რომ დემოკრატიის სულს ვერ გააჩუმებ.
ესტონეთი მყარად უდგას ქართველებს გვერდში, მხარს უჭერს დემოკრატიული, ევროპული მომავლისადმი თქვენს მისწრაფებებს,” – წერს ცაჰკნა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდეს და თანმიმდევრული ბრძოლით გავისტუმროთ რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში – ქართველი ხალხი არ შეეგუება, არ აპატიებს „ქართულ ოცნებას“, წაართვას ევროპული მომავალი

გიგა ბოკერია – აუცილებელია პროტესტი გაიზარდოს იმ ხარისხამდე, რაოდენობამდე, განშრევებამდე, რომელსაც რეჟიმი ვერ გაუძლებს, ქართული სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს