ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ „ევროსკოპის“ შეკითხვას უპასუხა, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებული საკანონმდებლო ცვლილებების გეგმის შესახებ.
„ის, რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება, ძალიან სამწუხარო და ცუდი ამბავია. ამ რეჟიმზე უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოხდეს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა განვიხილოთ. ესტონეთი მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს ქართველ ხალხს და მხარს უჭერს ამ რეჟიმის ლიდერების წინააღმდეგ სხვადასხვა შეზღუდვებსა და აკრძალვებს“, – აღნიშნა ცაჰკნამ.




