მარგინალებს ეხმარება თემის წამოწევაში – ზარქუა რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაზე

ქართული ოცნების დეპუტატი გამოეხმაურა ს საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მთავრობის შეცვლას გეგმავს და ოცნების დისკრედიტაციისთვის მასშტაბური საინფორმაციო კამპანია აქვს შემუშავებული.
“როგორ უყურებთ, კაცო, ამ რუსეთის ეფესბეს დაზვერვის ინფორმაციებს და მედიებს. ჩვენ არ ვუყურებთ, არც მაინტერესებს. რა ინტერესი გაქვთ, გამაგებინეთ, რომ დადებული არა აქვთ, თქვენ უკვე იცით ეს ყველაფერი”. – თქვა ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზარქუას მტკიცებით, რუსეთი პირიქით, ოპოზიციას და “მარგინალებს ეხმარება თემის წამოწევაში”, ხოლო თვითონ “არც კი იცის, რა საიტზე უნდა ნახოს განცხადება”.
ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე, არის თუ არა ზურაბიშვილი აშშ-ს კონკრეტული გეგმის ნაწილი, როგორც ამას რუსეთის СВР ამტკიცებს, ოცნების დეპუტატმა დადებითი პასუხი გასცა.
“ამას გეუბნებოდით რამდენიმე თვის წინ და თქვენ ახლა დაიჯერეთ ეს?” – უთხრა ზარქუამ ჟურნალისტს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში (СВР) ირწმუნებიან, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ СВР-მ საკუთარ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა. განცხადება დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტი ს დისკრედიტაციას ემსახურება.
საგარეო დაზვერვის მტკიცებით, აშშ-ს პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციას შემუშავებული აქვს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია ქართული ოცნების დისკრედიტაციისთვის, ხოლო აშშ-ს გეგმის მთავარი მოთამაშე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. მათივე მტკიცებით, შესაძლოა იგეგმებოდეს რევოლუციაც.