მარგველაშვილმა რუსი მეტოქე დაამარცხა და პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, დღეს სტარტი ძიუდოს გრანდ სლემმა აიღო, პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე 6 ქართველი ძიუდოისტი წარსდგა.
66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა რუსი მურად ჩოპანოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ფრანგ ოელი ველოზთან დამარცხდა.