მარგველაშვილის თქმით, ძლიერი საქართველოს საარჩევნო სიაში არ იქნება

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც კოალიცია ძლიერ საქართველოს შეუერთდა, აცხადებს, რომ საარჩევნო სიაში არ იქნება.

“დეპუტატობა არ მგონია, რომ ჩემი საქმიანობაა, მთავარია პოლიტიკაში იყო. დღეს ჩემი სამსახურია საარჩევნო ბრძოლაში”- თქვა მარგველაშვილმა.

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გიორგი მარგველაშვილი დღეს წარადგინა.