მარგარეტა სიდერფელდი – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან, – ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩატარებული შეაფასა. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს.
„უნდა აღინიშნოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, ასევე გამოხატვისა და შეკრება-გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უწყვეტი შევიწროებისა და დაშინების რისკის წინაშე დგანან ხელისუფლების და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან. ამის შედეგი კი არის პრობლემები პოლიტიკურ ელიტასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამან გამოიწვია უკვე ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი პროტესტი. „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანიისთვის და ასევე, იმისთვის, რომ შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა. მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი“,-აღნიშნა მარგარეტა სიდერფელდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას