მარანი „ბიმბილი“ შუშხუნა ღვინის წარმოებას იწყებს

რაჭაში, ამბროლაურის რაიონში მდებარე მარანი „ბიმბილი“ შუშხუნა ღვინის წარმოებას იწყებს – ამის შესახებ მეღვინეობის დამფუძნებელმა, ვლადიმერ გურგენიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ „ბიმბილი“ რაჭაში გურგენიძეების საოჯახო მეურნეობაა. 2019 წელს მამულში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მცირე საწარმო აშენდა, რომელშიც მეღვინეობის უახლესი ევროპული აღჭურვილობა დამონტაჟდა. პარალელურად რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძველ მარანს და ქვევრებს. ხოლო 2020 წლიდან, მარნის მიერ წარმოებული ღვინო ბაზარზე გამოჩნდა. რაც შეეხება სახელწოდებას, „ბიმბილი“ ყურძნის მარცვალს ნიშნავს.
ვლადიმერ გურგენიძის ინფორმაციით, მათი ღვინო გამორჩეულია იმით, რომ საღვინე ყურძენი მხოლოდ ხანდაზმული, არანაკლებ 15-20 წლის ასაკის ვაზიდან იკრიფება, რაც ღვინის ხარისხზე პირდაპირპროპორციულად აისახება.
„ამჟამად, 13-14 სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ. ისინი მხოლოდ რაჭა-ლეჩხუმის ჯიშებია.