„მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ — თბილისში მსვლელობა დაიწყო

თბილისში, სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოქალაქეები მსვლელობას მართავენ.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობის მარშრუტი სიმბოლურია და იმეორებს 1919 წლის 26 მაისს გამართული მარშის გზას, როდესაც დამოუკიდებლობის დღე მისი აღდგენიდან ერთი წლის თავზე საქართველომ პირველად იზეიმა.
სწორედ 1919 წლის ამ მარშიდანაა ცნობილი ფოტო, რომელზეც მწყობრში მომავალი ათობით ქალია, გამოსახული რომელსაც ერთნაირი ტანსაცმელი აცვიათ და გაღიმებული უყურებენ გამვლელებს. ისინი 1918 წელს შექმნილი სპორტული საზოგადოება „შევარდენის“ ქალი გიმნასტები არიან. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიხედვით, 1919 წლის 26 მაისის გამოსვლაში 281 მოვარჯიშე მონაწილეობდა.
ვრცლად წაიკითხეთ: „შევარდენი“ – მივიწყებული სპორტული კლუბი 26 მაისის ცნობილი ფოტოდან
დღევანდელი მსვლელობის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით და აცხადებენ, რომ ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება:
„მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ“ — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ასევე დაგაინტერესებთ