მარადონას სტილში გატანილი გოლი და მასთან შედარება, ლუის ენრიკესთან მუშაობა და სხვა – კვარაცხელია “ასტონ ვილასთან” მატჩის შემდეგ იტალიურ გამოცემას ესაუბრა

მარადონას სტილში გატანილი გოლი და მასთან შედარება, ლუის ენრიკესთან მუშაობა და სხვა – კვარაცხელია “ასტონ ვილასთან” მატჩის შემდეგ იტალიურ გამოცემას ესაუბრა
ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მა საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილა” 3:1 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პარიზელთა ქართველი შემტევი დაასახელეს, რომელმაც ამ შეხვედრაში თავი ულამაზესი გოლით გამოიჩინა.
მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენებური იტალიურ SKY sports-ს გაესაუბრა. მას ჟურნალისტმა ჰკითხა, იყო თუ არა მარადონას სტილში გოლის გატანა იმის ინსპირაცია, რომ ის ნეაპოლის დატოვებამდე დიეგოს მურალს ესტუმრა.
“ის ნეაპოლში ღმერთი და უდიდესია. მისი თამაში არასდროს მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ შესანიშნავი იყო. მე მას ვაღმერთებ. ნეაპოლიტანელი ვიყავი და როგორც ყველა ამ გუნდის ქომაგი,
დიეგო ძალიან მიყვარს.
ჩემი გოლი? – ბედნიერი ვარ, მაგრამ მთავარია, რომ გუნდმა გაიმარჯვა. გოლს ჩემთვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ პირველ ადგილზე გუნდის შედეგებს ვაყენებ. რთული მატჩი მოვიგეთ. პირველმა გავუშვით, მაგრამ კონცენტრირებულები დავრჩით და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ.
ლუის ენრიკე? – მასთან მუშაობით თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და არ მაინტერესებს, რა პოზიციაზე დამაყენებს. მთავარია, მოედანზე გასვლა მსიამოვნებდეს და იქ ყველაფერი გავცე, რაც შემიძლია”, – აღნიშნა კვარაცხელიამ.