“მან გვთხოვა [რუსულ ნავთობზე -ს სანქციებისგან] შეღავათი, ჩვენ არ მივანიჭეთ”

-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან შეღავათი სთხოვა, თუმცა თეთრ სახლს ის მისთვის არ მიუნიჭებია.
“მან გვთხოვა [რუსულ ნავთობზე აშშ-ს სანქციებისგან] შეღავათი, ჩვენ არ მივანიჭეთ, მაგრამ ითხოვა”. – თქვა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრი, იმედოვნებდა, რომ აშშ-ს მიერ რუსულ ენერგეტიკულ კომპანიებზე დაწესებული სანქციების აღსრულების ვალდებულება უნგრეთზე არ გავრცელდებოდა. ორბანი ამის მიზეზად რუსულ ნავთობზე უნგრეთის დამოკიდებულებას ასახელებდა.
მანამდე, ორბანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები “შეცდომად” შეაფასა და თქვა, რომ ის აპირებს ტრამპთან ამ საკითხზე საუბარს.
შეგახსენებთ, რომ 22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს სანქციები დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ

“გავვარდი ქუჩაში, ვეძებდი ჩემს მიკედლებულ ძაღლებს, ვერსად ვნახე. ძიებისას მერიის წინ ვნახე დამჭერების ჯგუფი. მივირბინე, ვემუდარებოდი და ვეხვეწებოდი ეჩვენებინათ ძაღლები და არ წაეყვანათ უკვე გასტერილებული/აცრილი ცხოველები” (ვიდეო)

ბაია კვიციანი თამარ ბაგრატიონზე – პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას ვაშინგტონში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, აშშ-ის პირველი ლედის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა