“მან ბიბლიოთეკის, როგორც ფენომენის, გაგების თამასა მაღლა აწია” – ზაზა ფირალიშვილი

ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, ზაზა ფირალიშვილი:
2004 წელს ნანზანის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მომიწია მუშაობა. საგანგებოდ დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ იქ არც ერთი ქართული წიგნი არ იყო. ქართულად წმინდა წერილიც კი არ ჰქონდათ, აღარაფერს ვამბობ სხვადასხვა რედაქციებსა თუ სხვადასხვა ანბანით გამოცემულებზე. რუსულ, სომხურ, აფრიკულ თუ აზიურ ენებზე გამოცემულ ბიბლიებს კი მთელი კედელი ეკავა. წინა წელს ასეთივე მდგომარეობა დამხვდა სანტა ბარბარას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. რამდენიმე ადამიანს შევჩივლე ამის შესახებ, ვისაც რამის გაკეთება შეეძლო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამაოდ. ერთმა მათგანმა ტყუილიც იკადრა, ნანზანში ქართული ბიბლიები უკვე გამოვაგზავნეო. რამდენიმე თვე ტყულად ველოდი. მინდოდა, მისი სახელით უნივერსიტეტის რექტორისთვის გადამეცა. დღემდე არ ჩასულა ეს გზავნილი. როდესაც ბატონი ეროვნულ ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა, ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, მსოფლიოს ბევრ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხის გახსნა იყო. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ ეს იქნებოდა საკმარისი მისი შრომის დასაფასებლად. მან ბიბლიოთეკის, როგორც ფენომენის, გაგების თამასა მაღლა აწია და ვინც არ უნდა იყოს, ამისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს. გული დამწყდა, რომ წასვლა უწევს. სამწუხაროდ, არც ამ ხელისუფლებას აქვს არათუ ოპონენტებთან, ოპონენტობაში ეჭვმიტანილთან თანამშრომლობის კულტურა. არადა, სახელმწიფო სხვაგვარად ვერ აშენდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს