მანჩესტერ “სიტი” უზბეკ მცველს იმატებს

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მანჩესტერ “სიტი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფრანგული “ლანსიდან” 20 წლის უზბეკ მცველს აბდუკოდირ ჰუსეინოვს დაიმატებს.
მოლაპარაკებები მხარეებს შორის უკვე დასკვნით ფაზაშია და ფეხბურთელს მანჩესტერში კონტრაქტის გასაფორმებლად უახლოეს დღეებში ელოდებიან.
ჰუსეინოვი “ლანსის” წევრი 2023 წელს გახდა, სადაც ბელარუსული “ენერგეტიკ-ბიუჯიუდან” გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ის 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და Transfermarkt მის სატრანსფერო ფასად 12 მილიონ ევროს ასახელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში