“მანჩესტერ სიტი” “აინტრახტიდან” ომარ მარმუშს გაიფორმებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ტრანსფერის ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ავტორიტეტული ჟურნალისტის ცნობით, “სიტისა” და გერმანულ კლუბს იდეალური ურთიერთობა აქვთ და ყველა დეტალზე მარტივად შეთანხმდნენ.
“ქალაქელები” ეგვიპტელი შემტევის ტრანსფერის შესახებ დიდი ალბათობით, მომდევნო კვირას გამოაცხადებენ. “სიტიმ” რამდენიმე დღის წინ “ლანსიდან” აბდუკოდირ ხუსანოვის ტრანსფერიც დახურა, ახალგაზრდა მცველი მანჩესტერ კლუბს 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.
მარმუშმა მიმდინარე სეზონში “აინტრახტის” მაისურით ყველა ტურნირზე გამართულ 25 მატჩში თავი 19 გატანილი გოლითა და 12 საგოლე პასით გამოიჩინა.