“მანჩესტერ სიტიმ” უზბეკი მცველი 50 მილიონად შეიძინა

“მანჩესტერ სიტიმ” “ლანსისგან” 20 წლის უზბეკი მცველი აბდუკოდირ ხუსანოვი 50 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს ფრანგული კლუბისთვის სარეკორდო ტრანსფერია.
“მანჩესტერ სიტიმ” ხუსანოვს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა. აბდუკოდირი ახალ გუნდში 45-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ხუსანოვმა მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ის 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა.