“მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი ალბათობით, რუბენ ამორიმი ჩაიბარებს

“მანჩესტერ იუნაიტედს” დიდი ალბათობით, “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელი რუბენ ამორიმი ჩაიბარებს, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული ბრიტანელი ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა “წითელ ეშმაკებთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა, “იუნაიტედი” კი მზადაა “სპორტინგს” კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო გადაუხადოს.
შეგახსენებთ, გუშინ “მანკუნიანელებმა” ნიდერლანდელი სპეციალისტი ერიკ ტენ ჰაგი გაათავისუფლეს.