“მანჩესტერ იუნაიტედმა” “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა და ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “მანჩესტერ სიტი” 2:1 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი ისტორიაში მე-13-ედ მოიპოვა.
შეხვედრაში ანგარიში ალეხანდრო გარნაჩომ გახსნა, არგენტინელის გატანილი გოლიდან 9 წუთში კი “იუნაიტედის” ახალგაზრდა ნახევარმცველმა კობი მეინუმ მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში “მანჩესტერ სიტი” გააქტიურდა და 87-ე წუთზე ჯერემი დოკუმ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა დარჩენილ დროში აღარაფერი შეცვლილა.
“მანჩესტერ იუნაიტედზე” მეტჯერ ინგლისის ასოციაციის თასი მხოლოდ “არსენალს” აქვს მოგებული, “მეთოფეებმა” ამ ტიტულის მოპოვება 14-ჯერ მოახერხეს.