Daily Mail-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედს” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე თავდასხმის ხაზში გაძლიერება სურს და ამისთვის 4 ფორვარდი ჰყავს შეგულებული.
“წითელი ეშმაკების” სიაში ბრაიან ბიუმო, მატეუშ კუნია, ლიამ დელაპი და ჯონათან დევიდი მოხვდნენ. პირველი სამი მათგანი პრემიერ ლიგაში ასპარეზობს, დევიდი კი ლიგა 1-ის ბინადარი “ლილის” წევრი გახლავათ.
აღსანიშნავია, რომ ზამთარში სავარაუდოდ, “ოლდ ტრაფორდს” დატოვებს “იუნაიტედის” შემტევი ალეხანდრო გარნაჩო და “ნაპოლის” ან “ჩელსის” მიაშურებს.