“მანჩესტერში მოსაგებად წავალთ” – მიქაუტაძემ “სტიაუასთან” მატჩის შემდეგ ისაუბრა

ევროპალიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში “ლიონმა” “სტიაუა” 4:0 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძემ 2 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის შესრულება მოახერხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა შეხვედრის შემდეგ Canal+სთან ისაუბრა.
“მატჩის წინაც ვთქვი, რომ მოედანზე მოსაგებად გავდიოდით, ასეც მოვიქეცით და საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ, როდესაც მოსაგებად გავდივართ,, ყოველთვის ბევრი გოლი გაგვაქვს და მეტოქეზე ბევრად უკეთ გამოვიყურებით. ყველანი ერთად ვიცავდით და ყველანი ერთად ვუტევდით.
სასიამოვნოა, როცა თანაგუნდელებს პასებს აძლევ, ისინი კი გოლებს იტანენ. ბედნიერი ვარ, კლუბის, ქომაგების და რა თქმა უნდა, საკუთარი თამაშის გამო.
ჩვენ “ლიონს” წარმოვადგენთ, რომელიც ყოველ წელს ევროტურნირებზე ასპარეზობს.
მთავარია ასე გავაგრძელოთ, რადგან გულშემატკივრები მუდამ ჩვენს გვერდით არიან და გამარჯვებებს იმსახურებენ. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს, მანჩესტერში მოსაგებად წავალთ”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, ევროპალიგის მეოთხედფინალში “ლიონისა” და “იუნაიტედის” პირველი დაპირისპირება საფრანგეთში, 10 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი 17 აპრილს, ინგლისში შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში