“მანჩესტერს” მწვრთნელად ზიდანის დანიშვნა სურს

Foot Mercato-ს ცნობით, “მანჩესტერის” ახალი თანამფლობელი ჯიმ რეტკლიფი გუნდის მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნითაა დაინტერესებული.
გამოცემის მტკიცებით, რეტკლიფის კომპანია Ineos-ი ზიდანს გუნდში ეპატიჟება. ამ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჟან-კლოდ ბლანი ზიდანთან კარგ ურთიერთობაშია და როდესაც პსჟ-ში ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა, მასთან შეთანხმებას ცდილობდა.
თუმცა, აღნიშნულია, რომ “მანჩესტერს” ზინედნის დათანხმება გაუჭირდება, რომელიც 2021 წლის შემდეგ უმუშევარია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში