Sky Germany-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, “მანჩესტერი” “ბაიერნის” 23 წლის მცველით ალფონსო დევისით დაინტერესდა.
“მანჩესტერი” ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აგროვებდა დევისზე ინფორმაციას და მის წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
კანადელმა შეიძლება ზაფხულში “ბაიერნი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. მისით აგრეთვე “რეალი” და “ბარსელონა” არიან დაინტერესებული. დევისმა მიმდინარე სეზონში კლუბში 10 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ფეხბურთელის ფასი TransferMarkt-ის მიხედვით 50 მილიონი ევროა.