“მანჩესტერის იუნაიტედის” 10-წლიანი კრიზისი ტენ ჰაგის ბრალი არ არის” – გარი ნევილი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტმა გარი ნევილმა ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა. ინგლისელის თქმით, გუნდის წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის.
“მათ ტექნიკური დირექტორიც კი არ ჰყავთ, რომელიც მთავარ მწვრთნელს მითითებებს მისცემს. ხალხი ამბობს, რომ გლეიზერები არაფერ შუაში არიან. შეიძლება ტენ ჰაგმა უკეთ უნდა იმუშაოს, თუმცა “იუნაიტედში” კრიზისი უკვე 10 წელია გრძელდება და ეს ნიდერლანდელის ბრალი არ არის”, – განაცხადა ნევილმა.
შეგახსენებთ, “იუნაიტედი” 27 ქულით მე-6 ადგილზეა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში