ქობულეთის შემოვლით გზაზე, დღეს, 25 მარტს, ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 2 – დაშავდა. სოფელ ოჩხამურის მონაკვეთზე ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯა ერთმანეთს. ავარიის შედეგად დაღუპულები სავარაუდოდ ერთი ოჯახის წევრები არიან. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
“მანქანიდან ვერ გადმოჰყავთ საწყლები… მთელი ოჯახი ამოწყდა” – ახლობლები ახალ დეტალებზე საუბრობენ, სადაც აღნიშნულია, რომ გარდაცვლილების მანქანიდან გადმოყვანა გაუჭირდათ, რადგან ავტომობილის დაზიანება მძიმე ხარისხის იყო. ასევე ახლობლების კომენტარებში ვკითხულობთ რომ სამივე დაღუპულები ოჯახის წევრები იყვნენ.