შსს-ს ცნობით, მანქანების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა და დღეიდან, ავტომობილების მფლობელებს უფლება მიეცათ, შსს-ს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე დაამუქონ.
“რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს”. – წერია შსს-ს განცხადებაში.
ამ ცვლილების შეტანამდე, წინა გვერდითა მინების დამუქებაზე 40%-იანი შეზღუდვა მოქმედებდა.