მანქანა დომკრატიდან ჩამოვარდა და 33 წლის ხელოსანი მოიყოლა – უბედური შემთხვევა კახეთში

მთავარი არხის ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში – თვითმხილველების ინფორმაციით, ხელოსანს ავტომობილი ე.წ. დომკრატით ჰქონდა აწეული, რა დროსაც მოულოდნელად ჩამოვარდა და კაცი მანქანის ქვეშ მოიყოლა.
33 წლის კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე დაიღუპა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე დაგაინტერესებთ

მარია ზახაროვა – აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი, თბილისის მიერ ცხინვალის წინააღმდეგ აგრესიის ფაქტის აღიარების ფონზე შესაძლოა, წინ წავიდეს – აგრესიის აღიარება შერიგებისთვის აუცილებელი პირობაა