“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული მანიფესტის ხელმოწერა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ შიდაპარტიული კინკლაობა დასრულდეს.
წითლიძის განმარტებით, იმაზე აპელირება, რომ მანიფესტი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დაწერილი არ იყოს, არასწორია და მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფაა.
“ვინც ხელს არ მოაწერს მანიფესტს, პარტიაში რჩება თუ არა – ეს კითხვა ჩემთან არ არის. ხვალინდელი დღეს, “ვარდების რევოლუციის” 20 წლის თავი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეს შიდაპარტიული კინკლაობა და მათ შორის, მნიშვნელოვანია ამ შიდაპარტიული კინკლაობის დასრულებისთვის. “ვარდების რევოლუცია” სხვადასხვა ოპოზიციური ჯგუფების ერთობის დემონსტრირება იყო, რამაც შემდეგ მოიტანა ის, რომ ხელისუფლება შეიცვალა და გამარჯვეს საქართველოს მოქალაქეებმა. ამ 9 წელმა, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ შეიქმნა, მიუხედავად თავისი შეცდომებისა, რეალურად, საფუძველი ჩაუყარა ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოს. ის, რომ ჩვენ დღეს კანდიდატის სტატუსი გვაქვს, იმ 9 წლიანი რეფორმების დამსახურებაც არის.
ხვალ, მნიშვნელოვანი დღეა არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისათვის”, არამედ მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავალი. ასევე არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ ყველა იმ მიღწევაზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში ჰქონდა სახელმწიფოს. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, მათ შორის, ჩვენ შეცდომებზეც და ეს არის დღე, როდესაც ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიპოვოთ ერთობისკენ, ყველამ ერთად ვიდრე დაყოფისკენ.
ამ საკითხზე, თავის არაერთ სტატუსში მკაფიოდ ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილმა. მათ შორის თავის ბოლო სტატუსში, როდესაც თქვა, რომ ის ადამიანებში ეძებს უფრო მეტი ერთობის წერტილებს, ვიდრე დაყოფის და ეს უნდა იყოს დღეს, ყველას მოტივაცია, მიუხედავად იმისა, “ნაციონალური მოძრაობის” რომელ მხარეს მიეკუთვნება ის – ეს მანიფესტი იძლევა ამის შესაძლებლობას. ამ მანიფესტის ხელმოწერა იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ეს შიდა კინკლაობა დასრულდეს. ამ ყველაფერში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფაა, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ “ფეისბუკზე” შეიძლება მიხეილ სააკაშვილის სახელით მანიფესტი დაიდოს და სააკაშვილმა ამის შესახებ არ იცოდეს და პარტიაში დაწეროს ვიღაცამ. ამაზე აპელირება ძალიან არასწორია და მათ შორის, მიხეილ სააკაშილის შეურაცხყოფაა”, – განაცხადა ანა წილთლიძემ.