“მანიაკია ტიპი – ამ ტიპს, მის მთავრობას და მათ მამა-მარჩენალს ვინც მხარს უჭერს, იმათ ტვინში ჩამახედა ერთი” – დავით ზურაბიშვილი

ორიოდ ამონარიდი ირაკლი კობახიძის განცხადებიდან 9 აპრილზე:
“9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ.” “დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც, რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას” მოკლედ, თქვენ რომ ს იმპერია გეგონათ, ის სინამდვილეში დიფსთეითი იყო და ახლა ხომ ეგ არის და ეგ არისო. აი, რა გინდა რომ თქვა? მანიაკია ტიპი. ამ ტიპს, მის მთავრობას და მათ მამა-მარჩენალს ვინც მხარს უჭერს, იმათ ტვინში ჩამახედა ერთი, რათა დავინახო რანაირად ახერხებენ ამას. მართლა მაინტერესებს. რომელიღაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა თურმე 1989 წლის 9 აპრილს. რუსეთს ვინ ჩივის, საბჭოთა კავშირიც ვერ ამოთქვა.
ხომ უნდა დაგებადოს ტვინში მსგავსი ფრაზა?