მანანა ჯებაშვილი – „ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება ემიგრაციასთან ბრძოლაში

საარჩევნო უბნებს ხელისუფლება {საზღვარგარეთ} იმის გამო არ ხსნის, რომ იციან წააგებენ -„ქართული ოცნება” აუცილებლად ემიგრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება, – ამის შესახებ „ევროპული პარადიგმის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მანანა ჯებაშვილმა განაცხადა.
ჯებაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ემიგრაციასთან ბრძოლას აგებს, რის გამოც ისინი მაქსიმალურად ცდილობენ საარჩევნო უბნები არ გახსნან.
„საარჩევნო უბნებს ხელისუფლება იმის გამო არ ხსნის, რომ იციან წააგებენ. ისინი თუ საარჩევნო უბნებს არ გახსნიან, ამით არღვევენ კანონს და ამაზე აგებენ კიდევაც პასუხს.
„ქართული ოცნება” აუცილებლად ემიგრაციასთან ბრძოლაში დამარცხდება. არჩევის უფლება მათ არ აქვთ, არც ცესკოს, არც საგარეო საქმეთა სამინისტროს. ისინი ვალდებულნი არიან შექმნან უბანი, თუ იქ არის 50 ემიგრანტი დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე“, – განაცხადა ჯებაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ