მამუკელაშვილის 7 ქულა 5 წუთში – “სპურსი” “ბაქსთან” დამარცხდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში “სან ანტონიო სპურსი” “მილუოკი ბაქსთან” 105:121 დამარცხდა.
სტუმართა რიგებში სანდრო მამუკელაშვილს ყოფილ გუნდთან თავის გამოჩენის საშუალება მიეცა, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 5:34 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ბაქსის” ბერძენი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპო გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 35:42 წუთში 25 ქულა, 16 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი შესძინა.
“სპურსიდან” ვიქტორ ვემბანიამამ 33:24 წუთში 10 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
ამრიგად, “სან ანტონიო” 18 მოგებითა და 19 წაგებით
დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს, “ტეხასელები” 12 იანვარს “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდებიან.
“ბაქსი” 19 გამარჯვებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, “მილუოკი” 11 იანვარს, გოგა ბითაძის “ორლანდო მეჯიქს” შეხვდება.